ინდოეთის მოსახლეობა სიცხეს ებრძვის

2000

ფოტო: theguardian.com

ყოველ ზაფხულს ინდოეთში სიცხის ტემპერატურა 40 გრადუსს აჭარბებს, რის გამოც ასობით და ათასობით ადამიანი იღუპება. “ინტერპრესნიუსის” ცნობით, წელს ქვეყანაში მაქსიმალური ტემპერატურა 47 დაფიქსირდა და დაღუპულთა რიცხვმაც საკმაოდ იმატა. დღის მონაცემებით მათმა რიცხვა 2 200 გადააჭარბა.საავადმყოფოებში მზის დაკვრისა და გაუწყლოვანების დიაგნოზით ათასობით ადამიანია მოთავსებული.მთავრობა მოსახლეობას დიდი რაოდენობით წყლის მიღებისა და ჩრდილში ყოფნისკენ მოუწოდებს./em>

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა სამხრეთ რეგიონში, კერძოდ, ანდჰრა-პრადეშისა და ტელანგანას შტატებში.

Telangana2

ფოტო: srisriravishankar.org

Nationalpost – ის ცნობით ინდოეთში სიცხის გამო გარკვეულ ქუჩებზე ასფალტი დნება.

ინდოეთის გარემოს დაცვის მინისტრის, ჩანდრა ბუშანის თქმით, ქვეყანაში მარტი და აპრილი საკმაოდ ცივი და ნალექიანი იყო. მაისში ტემპერატურა 15-20  გრადუსით გაიზარდა, რაც ძალიან სწრაფი და საშიშია.

მოსახლეობის დაბალი ფენა, რომელიც დღიურ შემოსავალზეა დამოკიდებული, გაცილებით დაზარალებული აღმოჩნდა, შეძლებულ ოჯახებთან შედარებით.

Voanews- ის ცნობით, ჯერჯერობით მხოლოდ ინდოეთის ერთ-ერთი ქალაქის აჰმედაბადი გამგებლებმა შეიმუშავეს სიცესთან საბრძოლო გეგმა, რათა დაიცვან ქალაქის მაცხოვრებლები. მათ დააყენეს გასაგრილებელი საშუალებები ქალაქის სხვადასხვა შენობებში, დაიქირავეს ექიმები, რომლებიც გაუწყლოვანების შედეგად დასუსტებულ ადამინებს ეხმარებიან. კონკრეტული გეგმა შემუშავდა 2003 წელს, ევროპაში ასევე გაუსაძლისი სიცხის გამო.

Weather.com– ის მიხედვით, ინდოეთში მოსალოდნელია წვიმები და ტემპერატურის კლება.

ფოტო მასალა:

 INDIA-WEATHER-HEAT

წყარო: theduardian.com

INDIA-WEATHER-HEAT

წყარო: theguardian.com

TOPSHOTS-INDIA-WEATHER-HEAT 

წყარო: hindustantimes.com

India Weather

წყარო: voanews.com

0D18CB29-0389-4C09-87F7-C1F06C336D81_mw640_mh360_s

წყარო: voanews.com

7F6DC8C6-2C15-4EF2-A874-AEAF111CDC09_mw640_mh360_s

წყარო: voanews.com

730AC43F-021E-45D2-9B4F-2B6DF41630C2_mw640_mh360_s

წყარო: voanews.com

89910EAA-914F-4177-A54B-103AD96E807D_mw640_mh360_s

წყარო: voanews.com 

ვიდეო მასალა: 

hindustantimes.com

 

Photoshop-ის გარეშე

ვულკანის ამოფრქვევა ჩილეში

სამხედრო ფლოტის დღესასწაული დიდ ბრიტანეთში

ფეიერვერკი

ტალღის დაჭერა

აი ის მომენტი…

ფოთოლი ყინულის ქვეშ

კოლორადო, ამერიკა

ჩრდილოეთის ნათება, ნორვეგია

Just The Two of Us

ციცინათელები მდინარესთან

ბალანსი

წითელი ეშმაკები

muფოტო: www.newstylesports.com

პირველი ნაბიჯები

“ალისფერი ეშმაკუნების” ისტორია ლანკაშირის და იორკშირის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის სამმართველოს უკავშირდება: 1878 წელს ამ ორგანიზაციამ გადაწყვიტა, რომ მუშებისთვის სპორტული სექცია შეექმნა და იმხნად ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა, ფეხბურთი აირჩია.
საფეხბურთო კლუბს რაიონის სახელი “ნიუტონ ჰითი” უწოდეს, ოფიციალურ სახელწოდებას კი ლანკაშირის და იორკშირის სარკინიგზო ხაზის აბრევიატურა LYR-ი დაუმატეს. ახალშექმნილ კოლექტივს მოედანიც გამოუყეს – რკინიგზის გასწვრივ მდებარე არცთუ სწორი მინდორი, რომელიც შემდგომი 15 წლის განმავლობაში კლუბის საშინაო სარბიელი იყო. თუმცა ეს იყო და ეს – გუნდის დამაარსებლებმა გადაწყვიტეს, რომ საფეხბურთო კლუბის შექმნით ხალხის წინაშე ვალი მოიხადეს და “ნიუტონ ჰითზე” ზრუნვით თავი აღარ მოუკლავთ.
გუნდი დროგამოშვებით ატარებდა შეხვედრებს, ხან იგებდა და ხან აგებდა, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ წინსვლა არ შეიმჩნეოდა: “ნიუტონ ჰითი” არ იყო პროფესიონალური გუნდი და ეს ვითარება 1890 წლამდე გაგრძელდა, შემდეგ კი პირველი დიდი ცვლილებაც მოხდა: კლუბმა მოედანი გამოიცვალა – ბენკ სტრიტზე გადაბარგდა..
1888 წელს “ნიუტონ ჰითმა” და კიდევ 11 გუნდმა მანჩესტერში საფეხბურთო ლიგა დააარსეს, სადაც ნიუტონელთათვის არცთუ სასიამოვნო გადაწყვეტილება მიიღეს – მიიჩნიეს, რომ გუნდი არც თუ ძლიერი იყო და ელიტაში თამაშს ჯერ არ იმსახურებდა. 1892 წელს “ნიუტონ ჰითი”, “ნოტინგემ ფორესტის” შემდეგ, მეორე დივიზიონში მეორე ადგილზე გავიდა და საუკეთესოთა შორის, იმდროინდელ პირველ დივიზიონში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
1892-93 წლების, ანუ სადებიუტო სეზონი ძალიან რთული გამოდგა. სხვა თუ არაფერი, დებიუტანტებმა პირველად მხოლოდ მე-7 ტურში მოიგეს – “ვულვზი” 10:1 გაანადგურეს! და უკანასკნელი, მე-16 ადგილი დაიკავეს. გუნდი დაქვეითებას მაინც გადაურჩა: ფლეი ოფში “სმოლ ჰითი” ორი მატჩის ჯამში 6:3 დაამარცხა – 1:1 და 5:2. მომდევნო, 1893-94 წლების ისტორიაში საიმედო ცვლილება არ მომხდარა: “ნიუტონ ჰითი” კვლავ უიმედოდ აგებდა და ისევ ბოლო ადგილზე გავიდა. ამჯერად, გადათამაშებაც წააგო – “ლივერპულთან” 0:2 დამარცხდა.
1894 წლიდან “ნიუტონ ჰითი” მეორე დივიზიონში გადაბარგდა და იქ 1905-06 წლების სეზონამდე დაჰყო. ამ ხნის მანძილზე, გუნდი ერთხელ მეორე ადგილზე გავიდა, ორჯერ კი მესამეზე, 1900-01 და 1901-02 წლების სეზონებში კი შესაბამისად მე-10 და მე-15 ადგილები დაიკავა და ბეწვზე გადაურჩა მესამე დივიზიონში დაქვეითებას.

მუ

                                          ფოტო:     http://redarmy.ge                             

                  საუკუნის დასაწყისი: ცვლილებები და ტიტულები

ახალ საუკუნეს “ნიუტონ ჰითი” უმძიმეს მდგომარეობაში შეხვდა: საშინაო მატჩებს ცოტა მაყურებელი ესწრებოდა და შესაბამისად, შემოსავალიც წლიდან წლამდე მცირდებოდა, ხელფასის დაგვიანება ნამდვილი ტრაგედია იყო – ფეხბურთელთა განცხადების საფუძველზე პროფკავშირი უმალ სასამართლოში ჩიოდა და რაც ყველაზე დიდი პრობლემა იყო, გუნდს ვალი “ახრჩობდა”: კრედიტორებისთვის იმ დროს ძალიან დიდი თანხა, 2670 გირვანქა ემართა…
1902 წლის გაზაფხულზე, ვალის გადახდის დრო რომ ახლოვდებოდა, გუნდმა მხოლოდ 670 გირვანქას მოუყარა თავი. დარჩენილი თანხის მოძიება ერთი ბედნიერი შემთხვევის წყალობით მოხერხდა: კლუბის კაპიტანმა ჰარი სტაფორდმა ძაღლი დაკარგა, რომელიც ერთ-ერთი პაბის მფლობელმა ჯეიმს ტეილორმა იპოვა და ქალაქის ყველაზე დიდი ლუდსახარშის მფლობელ ჯონ ჰენრი დევისს აჩვენა, რომელსაც ძაღლი მოეწონა და გამოისყიდა.
უცნაური კაცი იყო დევისი – რატომღაც ოთხფეხი მეგობრის პატრონი მოიძია და ასე შეხვდა ფეხბურთელი სტაფორდს, რომელმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა და კლუბის დაფინანსება შესთავაზა. ჯონ ჰენრი დევისმა მოსაფიქრებლად დრო ითხოვა, მალე კი “ნიუტონ ჰითის” კაპიტანმა საოცნებო პასუხიც მოისმინა: დევისი გუნდის შენახვას დათანხმდა, თუმცა ერთი პირობით – კლუბი მის მფლობელობაში უნდა გადასულიყო.
1902 წლის 22 აპრილს “მანჩესტერ იუნაიტედის” ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაიწერა – “ნიუტონ ჰითი” ჯონ ჰენრი დევისის საკუთრება გახდა და სახელიც შეიცვალა. კლუბის ნათლია რუი როკა შეიქმნა, ადამიანი, რომელიც მომდევნო ნახევარი საუკუნის მანძილზე მთავარი სკაუტი იყო. იმ შეკრებაზე, სადაც გუნდთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებს განიხილავდნენ, სახელწოდების არაერთმა ვერსიამ გაიჟღერა “მანჩესტერ სენტრალი”, “მანჩესტერი სელტიკი” და ასე შემდეგ, თუმცა ერთხმად მხოლოდ “მანჩესტერ იუნაიტედი” მოიწონეს.
საპრეზიდენტო არჩევნებს სიმბოლური სახე ჰქონდა: ჰენრი დევისის კანდიდატურა ერთადერთი იყო და არც წინააღმდეგი ყოფილა ვინმე, ჰარი სტაფორდი კი მმართველთა საბჭოს წევრი გახდა.
სახელის ცვლილებას და მოძიებულ ფულს სასურველი ნაბიჯებიც მოჰყვა. 1903 წლის ოქტომბერში კლუბის ისტორიაში პირველი პროფესიონალი მწვრთნელი ერნესტ მენგნელი მივიდა, იმ დროის სახელგანთქმული სპეციალისტი, რომელსაც “მანჩესტერ იუნაიტედამდე” “ბოლტონში” და “ბერნილში” მუშაობა მოესწრო. ცნობილია, რომ მენგნელი დიდ ყურადღებას უთმობდა ფიზიკურ მომზადებას – ის ამტკიცებდა, რომ ფეხბურთელებს ბურთი მხოლოდ თამასისას სჭირდებოდათ…
1904-05 წლების სეზონში “მანჩესტერ იუნაიტედმა” პირველობის სტარტზე ზედიზედ 14 მატჩი მოიგო, თუმცა პირველ დივიზიონში მაინც ვერ დაბრუნდა. ოცნება მომდევნო სეზონში ასრულდა – მეორე დივიზიონში დაკავებული მეორე ადგილი ელიტაში დასაბრუნებლად საკმარისი გამოდგა.
…იმ დროს ფეხბურთელთა მაქსიმალური ხელფასი მკაცრად განსაზღვრული იყო. 1906 წლის შემოდგომით ინგლისის კლუბი “მანჩესტერ სიტი” დიდ შარში გაეხვა – აღმოჩნდა, რომ ხელმძღვანელობა ფეხბურთელებს ოფიციალურად ხელფასზე მეტს უხიდა. ამის გამო “სიტი” მკაცრად დაისაჯა – კლუბის ხუთივე დირექტორი თანამდებობიდან გადადგა, ყველა უკლებლივ 17-ვე ფეხბურთელს კი კარიერის ბოლომდე “სიტის” მაისურის მორგება აეკრძალა.
ამ გუნდის ფეხბურთელთაგან ყველაზე მეტა დიდი პოპულარობით მცველი ჰერბერტ ბერჯესი სარგებლობდა, ვის ხელში ჩასაგდებად “ჩელსი”, “ევერტონი”, “ნიუკასლი”, “ბოლტონი” და შოტლანდიური “სელტიკი” იბრძოდნენ. საბოლოოდ, ბერჯესი “იუნაიტედში” გადავიდა, რომელმაც ერნესტ მენგნელთან გასაუბრების შემდეგ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ბერჯესს “მანჩესტერ სიტის” ორმა ფეხბურთელმა მიბაძა: თავდამსხმელებმა სენდი ტორნბულმა და ჯიმი ბანისტერმა. თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ მენგნელმა რამდენიმე თვით ადრე გადაიბირა “სიტის” კიდევ ერთი მოთამაშე ბილი მერედიტი, მიხვდებით, რომ მწვრთნელმა “იუნაიტედის” გაძლიერებისთვის არაფერი დაიშურა.
აუცილებელია იმის თქმა, რომ ბილი ბრიტანული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი პირველი ვარსკვლავია – უელსელის სოლო-რეიდები მთელ ქვეყანაში იყო ცნობილი და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ის სამი ათეული წლის მანძილზე თამაშობდა ფეხბურთს!
პოპულარობის მხრივ მერედიტს თუ ვინმე შეედრებოდა, ეს გუნდის კაპიტანი ჩარლი რობერტსი იყო, ფეხბურთელი, რომელიც 400 გირვანქად გადავიდა “გრიმსბიდან”. რობერტსი საოცარი სისწრაფით გამოირჩეოდა – 100 მეტრს 13 წამში ფარავდა…
1907-08 წლების სეზონში განახლებულმა “მანჩესტერ იუნაიტედმა” ისტორიაში პირველად მოიგო ჩემპიონის ტიტული – რამდენიმე ტურით ადრე გაინაღდა პირველობა. ევროპულ ტურნეში გაემგზავრა.

მუფოტო:manutd.com

        “ალისფერი ეშმაკუნები” და “ოლდ ტრაფორდი”

 მუფოტო: soccerway.com

დაარსების შემდეგ გუნდს მუდმივად აწუხებდა სტადიონის პრობლემა და თითქმის მესამედი საუკუნის შემდეგ, 1909 წელს ეს საკითხი მოგვარდა: ჯონ ჰენრი დევისმა 60 ათასი გირვანქა გამოყო, ამ თანხით კი კლუბმა მანჩესტერის მახლობლად ტრაფორდ პარკის ნაწილი შეიძინა და სარბიელის მშენებლობა დაიწყო. 1910 წლის 19 თებერვალს ახალი სარბიელის პრეზენტაცია მოეწყო: “მანჩესტერ იუნაიტედმა” “ლივერპულს” უმასპინძლა.
კლუბმა მეტსახელი – “ალისფერი ეშმაკუნები” – სწორედ ახალ სტადიონზე გადასვლის შემდეგ მიიღო. ამ თიკუნით ტრაფორდის პარკში მოთამაშე მანჩესტერის რაგბის გუნდი სარგებლობდა…

პრემიერლიგის დაარსებამდე: დაბრუნება ევროპაში

“ფერგის ჩვილები” – მატ ბასბის მსგავსად, ასე შეარქვეს ჟურნალისტებმა სერ ალექსის აღზრდილ თაობას

mu

ფოტო: manutd.com

როცა ალექს ფერგიუსონმა გუნდი ჩაიბარა, ინგლისური კლუბები უეფა-ს სასჯელს იხდიდნენ: “ეიზელის” ცნობილი ტრაგედიის შემდეგ ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ ინგლისის კლუბები მთელი 5 წლით მოკვეთა ევროთასებიდან !
შოტლანდიელის მთავარი ამოცანა კლუბში დისციპლინის დამყარება იყო: თითქმის ყოველი თამაშის შემდეგ ფეხბურთელები თვრებოდნენ და ცხადია, სრულფასოვნად ძალების აღდგენას ვერ ახერხებდნენ. ამას გარდა, მოსაგვარებელი იყო ტექნიკური პრობლემებიც: სერ ალექსის მოთხოვნით, სტადიონზე გასახდლები კეთილმოეწყო და როგორც იქნა, მინდვრის ქვეშ ხელოვნური გათბობა დამონტაჟდა.
ნელ-ნელა შოტლანდიელი მწვრთნელის ავტორიტეტი გაიზარდა, რასაც ძალიან შეუწყო ხელი სერ ბობი ჩარლტონმა, რომელიც გუნდისთავს მუდამ მხარში ედგა. სწორედ ამ ლეგენდარული ფეხბურთელის ინიციატივით მოხერხდა გულშემატკივრების მოთვინიერება: კლუბმა “ბარსელონას” მიბაძა და წევრების მიღება დაიწყო – 1987 წლის მიწურულისთვის “მანჩესტერ იუნაიტედი” 40 ათასზე მეტ წევრს ითვლიდა. მაგრამ გუნდის თამაში არ უმჯობესდებოდა: საპრიზო ადგილს საგრძნობი ჩავარდნა ცვლიდა, დიდ გამარჯვებას სამარცხვინო წაგება…
1989-90 წლების სეზონში, მთავარი მწვრთნელის პოსტზე დებიუტიდან თითქმის 4 წლის შემდეგ ალექს ფერგიუსონმა პირველი ტიტული, ასოციაციის თასი მოიგო: “კრისტალ პალასთან” პირველი ფინალური მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა, გადათამაშება კი 2:0.
1990-91 წლების სეზონში მანჩესტერელებმა ისტორიაში მეორე ევროთასი აღმართეს: გადამწყვეტ შეხვედრაში იოჰან კრუიფის “ბარსელონას” სძლიეს – 2:1. იმ შეხვედრაში მეორე გოლის ავტორი მარკ ჰიუზი სერ ალექსმა სწორედ ამ ესპანური კლუბიდან დაიბრუნა რამდენიმე სეზონით ადრე…
1991-92 წლების სეზონი უკანასკნელი გამოდგა ინგლისის პირველი დივიზიონისთვის: მომდევნო ჩემპიონატს უკვე პრემიერლიგა ერქვა. ოლდტრაფორდელებს შეეძლოთ ჩემპიონის ტიტულის მოგება, თუმცა სეზონის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე სულელურად დაკარგეს ქულები და პირველობა “ლიდს იუნაიტედს” გადაულოცეს, კლუბს, რომელსაც გორდონ სტრაჩანი კაპიტნობდა, ერთ დროს “მანჩესტერ იუნაიტედის” გულშემატკივრების კერპი.

ფერგიუსონის შემდეგ

მას შემდეგ, რაც 2013 წელს ალექს ფერგიუსონმა გუნდი დატოვა, მთავარ მწვრთნელად „ევერტონის“ ყოფილი მწვრთნელი დევიდ მოიესი დანიშნეს. მოიესის ხელში „იუნატიედის“ საქმეები უკან წავიდა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გუნდი პირველად ვერ მოხვდა ჩემპიონთა ლიგაში.mu

ფოტო: theguardian.com

მოიესსაც სეზონიც არ დაამთავრებინეს და ახალ მწვრთნელად ლუი ვან გაალი დანიშნეს, რომელმიც 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ნიდერლანდის ნაკრებს წვრთნიდა და მესამე ადგილი დაიკავა. ვან გაალმა კლუბში ანხელ დი მარია, რადამელ ფალკაო, დალეი ბლინდი მიიყვანა.

mu

29 აპრილს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი თანამდებობიდან გადადგა.

გადაწყვეტილების შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

DSC_0069-MSY

ფოტო: msy.gov.ge

 

როგორც ინტერპრესნიუსი იუწყება, 2 დღის წინ გაიმართა «ქართული ოცნების» პოლიტსაბჭო, რომელზედაც ყურადღება გამახვილდა სპორტისა და ახალგაზრდობის უკვე ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის მიმართ პრეტენზიებზე.

ყოფილი მინისტრი მის შესაძლო შემცვლელად არჩილ თალაკვაძეს ასახელებს. «კარგი ბიჭია, კარგი მენეჯერია, ის ყველაზე გამორჩეული C ჰეპატიტის პროექტთან დაკავშირებით იყო, რომელიც მისი წამოწყებულია და შესაბამისად მისი ენერგია გამოადგება სპორტსაც და ახალგაზრდობასაც”, – აცხადებს ლევან ყიფიანი.

 

police.ge

police.ge

msy.gov.ge

msy.gov.ge

ipn.ge

ipn.ge